შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ერთი ერთეული სპეცტექნიკა შეიძინა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37331 
 01 აპრილი 2019

 GCB-ის მარკის, ბრიტანული წარმოების ტექნიკის შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 219 000 ლარი გაიხარჯა.

ექსკავატორ-დამტვირთველი სარგებლობაში ა.(ა)ი.პ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრს გადაეცა.

„დავიწყეთ ავტოპარკის განახლებაზე ზრუნვა იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, დიდთოვლობას თუ სტიქიურ მოვლენებს მომზადებული შეხვდეს. შევიძინეთ ახალი მრავალფუნქციური ტრაქტორი, რომელსაც საჭიროებისამებრ გამოვიყენებთ,“- აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ.

მერია დამატებით კიდევ ერთი სპეცტექნიკის შეძენას გეგმავს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია