შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ვაჩვენებთ ჩვენ ხელისუფლებას რა შეგვიძლია"-აქცია ოზურგეთში

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37321 
 01 აპრილი 2019

აქცია წითელმთაში-ათეულობით ადგილობრივმა საავტომობილო გზა გადაკეტა. 

აქციაზე შეკრებილებმა ქვიშა-ღორღის გადამზიდ მძიმეწონიან მანქანებს გადაადგილების საშუალება არ მისცეს.

მოსახლეობა მდ. ბჟუჟიდან ინეტრული მასალის ამოღებას აპროტესტებს და სოფლისთვის მიყენებულ ზიანზე საუბრობს. 

მათი განცხადებით, გარდა იმისა, რომ სოფელში სატვირთო მანქანების მოძრაობამ მთლიანად მოშალა და მწყობრიდან გამოიყვანა გზა, მდინარეზე არსებულმა კარიერებმა დააშრო ჭები და ადგილობრივებს უკვე სასმელი წყლის პრობლემა აქვთ.  

მოსახლეობა ხელისუფლებას სთხოვს ბჟუჟის ხეობა ნაკრძალად გამოცხადდეს და იქ კარიერების მუშაობა შეწყდეს.  

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია