შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დღეიდან დაგროვებითი საპენსიო სქემის დატოვება ნებაყოფლობით ჩართულ პირებს შეეძლებათ

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37317 
 01 აპრილი 2019

დღეიდან დაგროვებითი საპენსიო სქემის დატოვება შეუძლიათ იმ პირებს, რომლებსაც 2018 წლის 6 აგვისტოს უკვე შეუსრულდათ 40 წელი ან მეტი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საპენსიო სააგენტოდან აცნობეს. მათივე ინფორმაცით, მსურველებს განცხადების დაწერა საპენსიო სააგენტოს ოფისში (ყიფშიძის 7ბ) ან სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალებში შეუძლიათ.

„სქემის დატოვების შესახებ განცხადების დაწერის მსურველებმა, უნდა გაითვალისწინონ შემდეგი ინფორმაცია: სქემაში ჩართვის თარიღად ითვლება ის თარიღი, როდესაც კომპანიის, ან ორგანიზაციის ბუღალტერმა დახურა დეკლარაცია და განახორციელა დასაქმებულის პირველი საპენსიო შენატანი. კანონის თანახმად, პირველი დახურული დეკლარაციის თარიღიდან სამი თვის შემდეგ, დასაქმებულს აქვს უფლება დაწეროს განცხადება დაგროვებითი საპენსიო სქემის დატოვების შესახებ. პირველი საპენსიო შენატანის განხორციელების თარიღისა და გასვლის პერიოდის შემოწმება დასაქმებულს საპენსიო სააგენტოს ვებ-გვერდის პირად პროფილზე შეუძლია, იქ სადაც საპენსიო დანაზოგს ამოწმებს. ორი დამსაქმებლის შემთხვევაში, პირად გვერდზე შესასვლელად საჭიროა ორი პაროლი”,-ნათქვამია საპენსიო სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საპენსიო სააგენტოში განმარტავენ, რომ განცხადების დასაწერად დასაქმებულებს აქვთ მხოლოდ ორი თვე. თუ ამ ორ თვეში დასაქმებული არ დაწერს განცხადებას, ის რჩება დაგროვებითი საპენსიო სისტემის მონაწილედ. ამასთან, განცხადების დაწერა მინდობილ პირს ნოტარიალურად დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე შეუძლია. საპენსიო სქემის დატოვების შემდეგ, დაგროვილი თანხა შემომტანებს (სახელმწიფო, დამსაქმებელი, დასაქმებული) დაუბრუნდებათ. სააგენტო თანხების დაბრუნებას 30 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოფს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია