შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ზურაბ ნასარაია, მოადგილე გია ებრალიძესთან ერთად, საზოგადოებრივი საბჭოს წევრებს შეხვდა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37330 
 01 აპრილი 2019

გურიაში სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, მოადგილე გია ებრალიძესთან ერთად, საზოგადოებრივი საბჭოს წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე საბჭოს წევრებს ზურაბ ნასარაიამ რეგიონში დაგეგმილი პრიორიტეტული პროექტების მიმდინარეობა გააცნო. ყურადღება გაამახვილა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკითხებზე და მავნებლის წინააღმდეგ მასშტაბური ღონისძიებების ჩატარებაზე. შეხვედრაზე ისაუბრეს ტურიზმზე და მისი განვითარების პერსპექტივებზე. მიმოიხილეს ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით რეგიონში არსებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი.

საზოგადოებრივი საბჭო არის რწმუნებულთან შექმნილი სათათბირო ორგანო. საბჭოს წევრების ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია პრობლემური საკითხების მოძიება, დამუშავება და რეკომენდაციების სახით მიწოდება გახლავთ, რომელთა გათვალისწინებაც სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს. აღნიშნული საბჭო სამ თვეში ერთხელ იკრიბება.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია