შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მე-12 კლასელებისთვის სკოლებში თავისუფალი დასწრება უქმდება

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37338 
 02 აპრილი 2019

მე-12 კლასელები სკოლაში თავისუფალი დასწრების გამოცხადებას ელიან. თავისუფალი დასწრება ნიშნავს მე-12 კლასელის სურვილისამებრ გამოცხადებას სკოლაში. როგორც წესი თავისუფალი დასწრება აპრილის თვეში ცხადდებოდა.

თუმცა, როგორც საგანმანათლებლო პორტალებისთვის გახდა ცნობილი, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის დღემდე არსებული თავისუფალი დასწრების რეჟიმი, შესაძლოა გაუქმდეს. აღნიშნულზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მსჯელობენ და გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი.

გაუქმებაზე საუბარი იმ ფაქტმა განაპირობა, რომ სასკოლო გამოცდები გაუქმდა, მოსწავლეებს აღარ აქვთ მაისის თვეში საატესტატო გამოცდები ჩასაბარებელი და მომზადებაც აღარ სჭირდებათ, შესაბამისად, თავისუფალი დასწრების რეჟიმი აუცილებლობას აღარ წარმოადგენს.

 

თავისუფალი დასწრება მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის გასულ წლებში აპრილის თვეში, 24 რიცხვიდან იწყებოდა და სწორედ ამ დროიდან სასწავლო წლის დასრულებამდე მოსწავლეებს არები არ ეწერებოდათ. როგორ გადაწვეტილებას მიიღებს სამინისტრო წელს, ამას უახლოეს პერიოდში გავიგებთ.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებით, მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი 2019 წელს 20 მაისს სრულდება.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია