შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"...მაშინ ჩვენ გადავუხვევთ ილიას გზას" - გუგული მაღრაძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37344 
 02 აპრილი 2019

თუ სიტყვას „ლიბერალურს" ამოვიღებთ კანონიდან, ჩვენ გადავუხვევთ ილიას გზას - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღაძე, დეპუტატების - ნუკრი ქანთარიასა და გენადი მარგველაშვილის ინიციატივას. მაღრაძის თქმით, მსოფლიო აღიარებს ლიბერალურ დემოკრატიას და "ჩვენ ნუ ვცდილობთ ახალი ველოსიპედის შექმნას". მისივე თქმით, მხოლოდ სიტყვა დემოკრატიის დატოვება არასწორია. 

"თუ ჩვენ ლიბერალური დემოკრატიის გზით არ ვივლით, მაშინ ავცდებით ილია ჭავჭავაძის გზას, რომელიც ქართული სახელმწიფოს არსებობის გარანტიაა", - აცხადებს მაღრაძე.

„ქართული ოცნების“ წევრის თქმით, მისი კოლეგები თუ ტერმინ ლიბერალურ დემოკრატიას კანონიდან ამოიღებენ, შეეწინააღმდეგებიან ქვეყნის ისტორიულ არჩევანს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობის სურვილის შესახებ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა