შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

აბასთუმანში დეპუტატობის კანდიდატი ‘ოცნებიდან’ გენადი ბოლქვაძეა

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22050 
 02 აპრილი 2019
აბასთუმნის შუალედური არჩევნებისათვის, დეპუტატობის კანდიდატი ადგილობრივებს ადიგენის მერმა ზაქარია ენდელაძემ, სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორმა ბესიკ ამირანაშვილმა და პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი კოპაძემ წარუდგინეს. „გამორჩეული და საზოგადოებისთვის მისაღები კანდიდატია, აბასთუმანში 30 წელია ცხოვრობს და ძალიან კარგად იცის ყველა აქაურის პრობლემა", – ამბობს ადიგენის მერი ზაქარია ენდელაძე. ცესკომ ქვეყნის მასშტაბით შუალედური არჩევნების თარიღად 19 მაისი უკვე დაასახელა. თუმცა ჯერ აბასთუმანში კანდიდატები არ დაუსახელებია ადიგენში წარმოდგენილ ოპოზიციურ პარტიებს, „ნაციონალებს“ და "ევროპულ საქართველოს“. „ჯერ შერჩეულიც არ გვყვავს, თუმცა ვეცდებით მალე დავასახელოთ“, – გვითხრა „ევროპული საქართველოს“ ადიგენის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ სიმონ პარუნაშვილმა.შეგახსენებთ, რომ ადიგენში არჩევნები, მხოლოდ ერთ N2 აბასთუმნის საარჩევნო უბანზე გაიმართება. კურორტ აბასთუმანში ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევენ. ადიგენის საკრებულოში აბასთუმნის მაჟორიტარი დეპუტატი 2018 წლის ოქტომბრამდე ტარიელ ენდელაძე იყო. მძიმე ავადმყოფობის შედეგად მისი გარდაცვალების შემდეგ ეს პოზიცია თავისუფალია, ამიტომ აბასთუმანში დეპუტატს გაზაფხულზე აირჩევენ. ცესკო აბასთუმანში შუალედური არჩევნებისათვის 11 231 ლარს დახარჯავს.[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია