შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კოლეჯი ‘ოპიზარი’ გაზაფხულის სემესტრში 187 სტუდენტს მიიღებს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22041 
 02 აპრილი 2019
კოლეჯში ხის მხატვრული დამუშავება, შედუღება, ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერა, ბუღალტრული აღრიცხვა, საავტომობილო გზების მშენებლობა, იატაკის და ფილის სამუშოები, მეფუთრკეობა და თმის სტილისტის პროფესიის დაუფლებაა შესაძლებელი. ჩამოთვლილი პროფესიაებიდან მეფუტკრეობა და საავტომობილო გზების მშენებლობა დუალური პროგრამებით ისწავლება, რაც სამუშაოზე დაფუძნებულ პრაქტიკას გულისხმობს. „საწარმოში გაივლიან პრაქტიკას და თან ისწავლიან კიდეც“, – აცხადებენ კოლეჯში.რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია საგანმანათლებლო რესურსცენტრებში და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებებში, ასევე ონლაინ, ვებგვერდზე www.vet.emis.ge„ოპიზარის“ ხელმძრვანელი ბელა ავალიშვილი რეგისტრაციის მსურველ სტუდენტებს ურჩევს, რომ მათ სასწავლებელში განათლების დამადასტური საბუთი წარმოადგინონ.რეგისტრაციის შემდეგ სტუდენტებს პრეტესტისა და ტესტის ჩაბარება მაისის დასაწყისში მოუწევთ. რეგისტრაციის ბოლო ვადა 19 აპრილია. [მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება