შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

შსს–მ ხულგუმოს სალოცავში ხატების დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22076 
 04 აპრილი 2019
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ–ის 259–ე სეკუნდა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც „კულტურული მემკვიდრეობის საქართველოს კანონმდებლობით დაცული ძეგლის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს“. მე–13 საუკუნეში აგებული სალოცავს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2018 წლის 16 მაისს მიენიჭა. კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ძეგლი დაზიანებული არააა: „მხოლოდ შიგნითაა დამტვრეული ნივთები და დახეულია ხატები“. ახალქალაქში, სოფელ ხულგუმოსა და ბავრასთან ახლოს მდებარე სალოცავში ხატები და ლოცვის წიგნები სამ აპრილს, ღამით დახიეს. აქ სალოცავად საუკუნეებია სომხური სამოციქული ეკლესიის მრევლი დადის.[მარიამ ბარძიმაძე, ახალქალაქი]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება