შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რატომ ვერ იგებს ხელისუფლება და ოპოზიცია ხალხის გულს?

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37381 
 03 აპრილი 2019

ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" მიერ ჩატარებულ კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა 55 % მიიჩნევს, რომ არ არსებობს პოლიტიკური პარტია, რომელიც მათ პრობლემებს მოაგვარებს, ხოლო გამოკითხულთა 60 % ფიქრობს, რომ სახელმწიფო მოხელეების ინტერესი, პირველ რიგში პირადი გამდიდრება და პირადი კეთილდღეობაა.

კვლევის შედეგთან დაკავშირებით პოლიტოლოგი აცხადებს, რომ ოპოზიციაც და ხელისუფლებაც არასწორად უდგება მოსახლეობის სურვილებს, რაც ამომრჩევლის გულაცრუებას იწვევს: 

რამაზ საყვარელიძე: ბოლო ხანებში ხშირია გულაცრუება პოლიტიკური პარტიების მიმართ და ამ მიზეზით საერთოდ არ მოდიან არჩევნებზე, მაგალითად: პრეზიდენტის არჩევნებზე 50% სახლში დარჩა, ამ პირობებში რაშიც ეხლა ვართ, კიდევ უფრო გაიზრდება ნიჰილიზმი და რაც მთავარია, ოპოზიციას მიაჩნია, რომ თუკი ხელისუფლებას უშვერი სიტყვებით აგინებს, ამით მოიგებს და ხელისუფლებას მიაჩნია, რომ თუ ოპოზიციას აგინებს უშვერი სიტყვებით ამით მოიგებს.

ამ დროს მოსახლეობას, როგორც ჩანს უშვერი სიტყვები არ აკმაყოფილებს და მას უნდა დამაჯერებელი და საქმიანი პოლიტიკოსების დანახვა, მაგრამ ასეთებს ვერ ხედავს".

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია