შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"დამელოდეთ ცოტა ხანს, იდილიას დაგირღვევთ"- სესიაშვილი ოპოზიციას

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37407 
 04 აპრილი 2019

დამელოდეთ ცოტა ხანს, იდილიას ნამდვილად დაგირღვევთ, - ასე მიმართა პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციას, სადაც თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას უსმენენ.

„ქალბატონმა სალომემ გაუგონარი კორუფცია არის დღეს თავდაცვის სამინისტროშიო და ქალბატონმა თინა ბოკუჩავამაც აქ სურათები ააფრიალა და დამელოდეთ ცოტა ხანი, ჩემი გამოსვლაც იქნება და იდილიას ნამდვილად დაგირღვევთ. დაპატიჟეთ და გააცანით ის დოკუმენტაცია, სადაც არის რეალური კორუფცია, მაგრამ ქალბატონი სალომე არ გახლავთ. ეტყობა, "რუსთავი 2"-ს ინტერვიუს აძლევს, იმ "რუსთავი 2"-ს, რომელიც სამწუხაროდ, ომის შემდგომ თავდაცვის სამინისტროს ფულით, ჩვენი ჯარისკაცების და ოფიცრების ფულით არის ნაყიდი და დამელოდეთ, ამაზეც ვისაუბრებ“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ლევან იზორია საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფარგლებში იმყოფება.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია