შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოქ­როს "როლს რო­ი­სი" და თვითმფრინავი-ბრუნეის სულთნის ზღაპრული ცხოვრება

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37371 
 03 აპრილი 2019

ბრუ­ნე­ის სულ­თა­ნი ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­ღე­ბუ­ლი ახა­ლი კა­ნო­ნე­ბის გამო მსოფ­ლი­ოს ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში კი­დევ ერთხელ მო­ექ­ცა - სა­სულ­თნო­ში გეი მა­მა­კა­ცე­ბი ქვე­ბით ჩა­ქოლ­ვით, ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლი ქა­ლე­ბი კი - გა­როზგ­ვით და­ის­ჯე­ბი­ან. ქურ­დო­ბის­თვის სას­ჯე­ლი კი­დუ­რე­ბის ამ­პუ­ტა­ცი­აა, სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სქე­სის სა­მო­სის ჩაც­მის­თვის კი მო­ქა­ლა­ქე­ებს პა­ტიმ­რო­ბა ელით.

მსოფ­ლი­ოს ლი­დე­რებ­მა, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა და ცნო­ბილ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა სულ­თნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სას­ტი­კად დაგ­მეს, თუმ­ცა ჰა­სან ალ ბოლ­კი­ა­ჰი ამ­ბობს, რომ ბრუ­ნეი სუ­ვე­რე­ნუ­ლი ქვე­ყა­ნაა და რო­გორც ყვე­ლა სხვა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფო, კა­ნო­ნებს და­მო­უ­კი­დებ­ლად მი­ი­ღებს, სხვე­ბის აზ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბას კი არ აპი­რებს.

ჰა­სან ალ ბოლ­კი­ა­ჰი ბრუ­ნე­ის 29-ე სულ­თა­ნია. millionairessaying.com-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 1990-იან წლებ­ში ის 40 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის ქო­ნე­ბით მსოფ­ლი­ოს უმ­დიდ­რეს ადა­მი­ა­ნად მი­იჩ­ნე­ო­და.

ამ­ჟა­მად მისი ქო­ნე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 20 მი­ლი­არდ დო­ლარს შე­ად­გენს. ყო­ველ­წა­მი­ე­რად ის 90 ევ­როს გა­მო­ი­მუ­შა­ვებს. ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ სულ­თნის ვაჟი პირ­ვე­ლი ტრი­ლი­ო­ნე­რი ადა­მი­ა­ნი იქ­ნე­ბა.

ჰა­სან ალ ბოლ­კი­ა­ჰის ცხოვ­რე­ბის სტილ­ზე ლე­გენ­დე­ბი და­დის. მისი მდიდ­რუ­ლი მან­ქა­ნე­ბის კო­ლექ­ცი­ა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 7 ათა­სი ავ­ტო­მო­ბი­ლია, მათ შო­რის 604 "როლს რო­ი­სი", 574 "მერ­სე­დეს-ბენ­ცი", 542 "ფერ­ა­რი", 382 "ბენტლი", 21 "ლამ­ბორ­ჯი­ნი", 11 "ას­ტონ მარ­ტი­ნი", 179 "ია­გუ­ა­რი"...

მის მფლო­ბე­ლო­ბა­შია, ასე­ვე, ოქ­როს "როლს რო­ი­სი", რომ­ლის ფასი 14 მლნ დო­ლა­რია.

ბრუ­ნე­ის სულ­თნის რე­ზი­დენ­ცია მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე დი­დია. შე­ნო­ბა­ში 1788 ოთა­ხი, 257 სა­ა­ბა­ზა­ნო, 5 ათას სტუ­მარ­ზე გათ­ვლი­ლი სა­ბან­კე­ტო დარ­ბა­ზი და მე­ჩე­თია, რო­მე­ლიც 1 500 მლოც­ველს იტევს.

სა­სახ­ლე­ში არის დიდი სივ­რცე სულ­თნის 200 ცხე­ნის­თვის, ავ­ტო­ფა­რე­ხე­ბი 110 მან­ქა­ნის­თვის და 5 სა­ცუ­რაო აუზი.

ბრუ­ნე­ის სულ­თა­ნი ფლობს მდიდ­რულ თვითმფრი­ნავ­საც, რო­მე­ლიც სა­სახ­ლეს არაფ­რით ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა. ბო­ინგ 747-400-ში რამ­დე­ნი­მე ოთა­ხია, მათ შო­რის - სა­ძი­ნე­ბე­ლი. მე­დი­ა­ში ლა­ი­ნერს "მფრი­ნავ სა­სახ­ლე­დაც" მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ.

თვითმფრი­ნა­ვის ინ­ტე­რი­ე­რის­თვის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ოქრო. გარ­და ბო­ინგ 747-400-ისა, სულ­თანს რამ­დე­ნი­მე მცი­რე ზო­მის თვითმფრი­ნა­ვი და 2 ვერ­ტმფრე­ნიც ჰყავს.

საკ­მა­ოდ შთამ­ბეჭ­და­ვია თან­ხა, რო­მელ­საც ჰა­სან ალ ბოლ­კი­ა­ჰი სა­კუ­თარ სტი­ლისტს უხ­დის - მისი თმი­სა და წვე­რის მო­წეს­რი­გე­ბა 25 ათა­სი დო­ლა­რი ღირს.

"ambebi.ge

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია