შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘თავს გავიმართლებ და დირექტორსაც გამოვუშვებ ახალციხის ციხიდან’– რეზო გიქოშვილი

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22100 
 05 აპრილი 2019
ახალციხის ციხეზე ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად გათავისულფებული ექვსი თანამშრომელიდან ერთ–ერთი გამწვანების სპეციალისტი რეზო გიქოშვილია. იგი ახალციხის ციხეზე 2012 წლიდან მუშაობდა. გიქოშვილი ამბობს, რომ ამ ხნის განმავლობაში საყვედური არასდროს მიუღია და სამსახური დაუმსახურებლად დაატოვებინეს, ამიტომ სასამართლოში სარჩელს შეიტანს. „შემომითვალეს ვიღაცეების პირით თავისუფალი ხარო, რატომ?! რისთვის?! ავდექი და წამოვედი, ჩემისთანა კაცი თუ არ უნდათ კარგად იყვნენ. შენიშვნა არ მქონია ცხოვრებაში, არც საყვედური, პირიქით მთელს მსოფლიოში აღარებული ვარ როგორც კარგი მევენახე, მეღვინე და გამწვანების ხელმძღვანელი“, – ამბობს რეზო გიქოშვილი.იგი სარჩელს სასამართლოში უახლოეს დღეებში შეიტანს: „თავს გავიმართლებ და დირექტორსაც გამოვუშვებ იქიდან, სამართლიანობა უნდა აღდგენს. ვინც მშრომელი და პატიოსანი იყო ისინი გამოუშვეს, განათლებული ხალხი მაგათ არ სჭირდებათ“.სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებენ ახალციხის ციხიდან გათავისუფლებული სხვა თანამშრომლებიც. თუმცა მათ ჯერ ამის შესახებ საუბარი არ სურთ: "ერთიან პოზიციაზე ვყალიბდებით და ყველა ერთად გავავრცელებთ განცხადებას", – გვითხრეს მათ სატელეფონო საუბარში. ახალციხის ციხეზე მოსალოდნელი რეორგანიზაციის შესახებ თანამშრომლები 2018 წლის დეკემბერში გააფრთხილეს. ციხის დირექტორი დავით ტაბატაძე აბობს, რომ რეორგანიზაცია კანონის სრული დაცვით ჩატარდა.[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
მულტიმედია
სამხრეთის კარიბჭე

Skკულინარია: სატაცური [ვიდეო]

საზოგადოება