შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბოგაში მცხოვრები გორგაძეები ახალციხის მერიას დახმარებას სთხოვენ

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22098 
 05 აპრილი 2019
ვანო გორგაძე საკუთარ სახლში ძმასთან და მის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა, თუმცა დაზიანებული სახლის გამო, მცირეწლოვნები დროებით მეზობლის სახლში გადაიყვანეს. „სახლის ჭერი და კედლები ისეთ მდგომარეობაშია, შემეშინდა ნანგრევებში ბავშვები არ მოყოლილიყვნენ და ჩემი ძმა თავის შვილებთან და მეუღლესთან ერთად მეზობელთან შევაფარეთ. არც მე და არც ჩემი ძმის ოჯახს სხვაგან წასასვლელი არ გვაქვს“, – ამბობს ვანო გორგაძე და ამატებს, რომ ამჟამად სახლში მარტო თვითონ ცხოვრობს. გორგაძე გვიყვება, რომ ახალციხის მერიას დახმარება არა ერთხელ სთხოვა, თუმცა უშედეგოდ: „მერიაში საბუთებიც კი მივიტანე, მაგრამ ჯერ რეაგირება არ მოყოლია. უმუშევარი ვარ, სოციალურად დაუცველის სტატუსიც მაქვს. მსხვილფეხა საქონელი მყავს და მიწაზეც ვმუშაობ, თავს ამით ვირჩენ, მაგრამ სახლის გასამაგრებლად სამშენებლო მასალების საყიდელი ფული არ მაქვს. ეს ავუხსენი მერიაში და დამპირდნენ, მოვალთ, დავათვალიერებთ სახლს და მდგომარეობას შევისწავლითო, მაგრამ ჯერ არავინ მოსულა“. გორგაძე მერიას, ორი პატარა ოთახის ასაშენებლად, სამშენებლო მასალით დახმარებას სთხოვს: „ასაშენებლად მასალა მომცენ და ჩემი ხელით დავდგამ პატარა ოთახს ეზოში“. ახალციხის მერიაში აცხადებენ, რომ გორგაძეს მათთვის ამ დრომდე არ მიუმართავს: „მისი განცხადება არ შემოსულა“, – გვითხრეს საზოგადოებასთან ურთირთობის სამსახურში. შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა მსგავს შემთხვევაში მოქალაქეს მერია სამშენებლო მასალებით დაეხმაროს, მერიაში გვპასუხობენ: „ამის თქმა წინასწარ შეუძლებელია, ჯერ ამ მოქალაქემ უნდა მოგვმართოს, გავიდეს ჯგუფი, შეისწავლოს ვითარება და მერე ვიმსჯელოთ“. [ავთო ინასარიძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება