შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქარელში მერის მოადგილე შეცვალეს

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.qartli.ge/ge/akhali-ambebi/11138 
 05 აპრილი 2019
ქარელის მერის მოადგილემ მერი არხოშაშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ qartli.ge-ს თავად განუცხადა. მისი თქმით, გადაწყვეტილება ქარელის მერმა მიიღო. "ჩემი თანამდებობიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება ქარელის მერმა მიიღო, თუმცა სამსახურიდან პირადი განცხადების საფუძველზე წავედი" - აცხადებს ქარელის მერის ყოფილი მოადგილე. მერი არხოშაშვილი, რომელიც ზაზა გულიაშვილის მოადგილედ 2014 წლიდან მუშაობდა, ქარელის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელად გადაიყვანეს. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ზაზა გულიაშვილსაც დაუკავშირდა. ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა მიზეზებზე არ ისაუბრა, თუ რატომ გახდა აუციელებლი სკადარო ცვლილებები. "მერიმ თვითონ მთხოვა სხვა სამსახურში გადაყვანა, თუმცა გადაწყვეტილება მე მივიღე საკადრო ცვლილებებზე" - ამბობს გულიაშვილი. ქარელის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილედ ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის აწ უკვე უფროსი ვლადიმერ სულაქველიძე დაინიშნა, რომელიც მუნიციპალიტეტრში 2014 წლიდან მუშაობს.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები
ახალი ამბები