შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ნატალია ხომერიკი კულტურის სამსახურში გენდერულ საკითხებს უხელმძღვანელებს

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 აპრილი 2019

ნატალია ხომერიკი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურში გენდერულ საკითხთა განყოფილებას უხელმძღვანელებს-ამის შსახებ "გურიის მოამბეს" მერიის პორესსამსახურში განუცხადეს. 

მისი განცხადებით, ნატო ხომერიკი სასამართლოს განჩინებას ელოდება, რის შემდეგად მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას შეუდგება. 

ცნობისთის: თითქმის ერთწლიანი სასამართლო დავის შემდეგ, ოზურგეთის მუნიციპალური გამგეობის  კულტურის სამსახურის ყოფილი უფროსი ნატო ხომერიკი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას მოურიგდა და ამ ორ სუბიექტს შორის სასამართლო დავა შეწყდა.

მორიგების შედეგად, რომელიც მხარეებს შორის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობის საფუძველზე განხორციელდა, ნატო ხომერიკი ოზურგეთის მერიის კულტურის სამსახურში გენდერულ საკითხთა განყოფილებას უხელმძღვანელებს და გარკვეული რაოდენობის კომპენსაციასაც მიიღებს.

დღემდე ხომერიკი სასამართლოსაგან მისი კულტურის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე აღდგენას ითხოვდა.

ხომერიკი მიიჩნევდა რომ მისი ამ თანამდებობიდან დათხოვა უკანონოდ მოხდა და თანამდებობაზე აღდგენას _ შესაბამისად იმ კონკურსის შედეგების გაუქმებას მოითხოვდა, რომლის შედეგადაც ამ სამსახურის ხელმძღვანელად ქალაქ ოზურგეთის კულტურის სამსახურის უფროსი მარინა ჯაფარიძე შეირჩა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია