შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხეში ოთხი სხვადასხვა ჯიშის 500–მდე ხის ნერგი დარგეს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22108 
 05 აპრილი 2019
ახალციხის მერიისა და სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ნერგები რუსთაველის, კოსტავასა და შალვა ახალციხელის ქუჩებზე, ასევე, ტბის მიმდებარედ დარგეს. აქციაში ჩართულები იყვნენ ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრის, კოლეჯ „ოპიზარისა“ და სამცხე–ჯავახეთში პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებიც. „ბოლოს ქალაქში მსგავსი აქცია 2017 წელს მოეწყო. ქუჩებში ძალიან ცოტა ხეა, წლების განმავლობაში ზოგი მობერდა, ზოგი ამოვიღეთ, ამიტომ ახალი გვჭირდება“, – ამბობს ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე. ხეების ნერგების შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 4 500 ლარი გამოიყო. ქალაქის გამწვანების იდეა კი ახალციხის ზრდასრულთა ცენტრის ხელმძღვანელს თამუნა კაპანაძეს ეკუთვნის: „ახალციხის მუნიციპალიტეტს ვებგვერდს დაემატა ახალი ფუნქცია, რომლის მეშვეობითაც შეგვეძლო ჩვენი იდეები გაგვეგზავნა და ამის მიხედვით ბიუჯეტს დაგეგმავდნენ. მე ქალაქის გამწვანების იდეაზე დავწერე და აი ხორციელდება კიდეც“. ახლადდარგული ნერგების მოვლაზე შპს „კეთილმოწყობის“ სამსახური იზრუნებს. [ლუბა გიორგაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
სამართალი
სამხრეთის კარიბჭე

ცემში ხის კოტეჯი დაიწვა

პოლიტიკა
საზოგადოება