შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"განსაკუთრებით 2012 წლის შემდეგ შევძელით საქართველო რეგიონში უსაფრთხო ქვეყანა ყოფილიყო"- თალაკვაძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37424 
 05 აპრილი 2019

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას პლენარულ სხდომაზე მინისტრის ფორმატში მოსმენის დროს განაცხადა.

„მინდა გამოვეხმაურო საქართველოს შეიარაღებული ძალების და თავდაცვის სისტემის რეფორმებს, რომელიც ერთი წუთითაც არ გაჩერებულა და როგორც თქვენ ბრძანეთ ბატონო მინისტრო – მუდმივი მზადყოფნა ჩვენი ჯარისკაცების, მუდმივი მზადყოფნა ჩვენი თავდაცვის სისტემის არის იმის გარანტია, რისთვისაც სწორედ ჩვენ ვმოღვაწეობდით 2012 წლამდეც, მაგრამ განსაკუთრებით ამის შესრულება შევძელით 2012 წლის შემდეგ, როდესაც ქვეყანაში არის მშვიდობა და არა მხოლოდ ქვეყანაში, არამედ საქართველო რეგიონში არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა და ეს უდავოდ ჯარისკაცების და  თავდაცვის სისტემის უდიდესი დამსახურებაც არის“,- განაცხადა არჩილ თალაკავაძემ.

განსაკუთრებით 2012 წლის შემდეგ შევძელით, საქართველო რეგიონში უსაფრთხო ქვეყანა ყოფილიყო

 

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა