შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

აქცია ურეკში - მოსახლეობა ხეების გადატანას აპროტესტებს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37470 
 06 აპრილი 2019

აქცია ურეკში - მოსახლეობა ხეების გადატანას აპროტესტებს.
მათი ინფორმაციით, სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიიდან პალმის ხეების გადარგვა ერთ-ერთი სასტუმროს ეზოში იგეგმება.

მოსახლეობამ ფირმას სამუშაოების განხორციელების უფლება არ მისცა. მათი თქმით, აღნიშნული ტერიტორია, რომელიც მათი განაშენიანებულია წლების წინ, უკანონოდ გასხვისდა და ახლა ბადრი პატარკაციშვილისა და ვანო ჩხარტიშვილის ოჯახების საკუთრებაშია.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ტერიტორია წლებია, უყურადღებოდაა მიტოვებული და მის მოვლა-პატრონობაზე თავად დაბის მაცხოვრებლები ზრუნავენ. ისინი ტერიტორიაზე ტყე-პარკის მოწყობას ითხოვენ.

მერის წარმომადგენელის თქმით, ხის გადატანის სამუშაოები ამ ეტაპზე მოსახლეობის მოთხოვნით შეჩერდა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია