შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გამოსაშვები გამოცდების გაუქმების საკითხს კენჭს დღეს, 8 აპრილს უყრიან

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22125 
 08 აპრილი 2019
კანონპროექტის კენჭისყრა რიგგარეშე სხდომაზე მოხდება, რომლის გამართვის თაობაზე აქტი პრეზიდენტის მიერ უკვე ხელმოწერილია.სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმებასთან დაკავშირებული პროექტი განმეორებით კენჭისყრაზე მესამე მოსმენით იმის გამო დგება, რომ მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას ხუთ აპრილის სხდომაზე დამტკიცებისათვის ხმები არ ეყო და კენჭისყრის შედეგად ჩავარდა.პარლამენტში მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, უქმდება სკოლის გამოსაშვები გამოცდები, რაც სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - ატესტატის ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის შემდგომ გაცემას გულისხმობს.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
სამართალი