შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"...ოღონდ სააკაშვილი დაბრუნდეს"-გუბაზ სანიკიძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37520 
 08 აპრილი 2019

"ზუგდიდის შუალედური არჩევნები ახლა დასტური იქნება იმისა, ბიძინა ივანიშვილი აპირებს ხელისუფლებიდან მშვიდად წასვლას, თუ აპირებს წავიდეს ყველაფერზე. რადგან, სანდრა რომ დაამარცხონ იქ, ამისთვის წარმოუდგენელ გაყალბებაზე დასჭირდებათ წასვლა. 

ერთი მარტივი შეკითხვა მაქვს-სააკაშვილი რატომაა დღეს ასე აქტუალური? იმიტომ, რომ არ ივარგა ამ ხელისუფლებამ. ვაფრთხილებ "ქართულ ოცნებას", რომლის მთავარი ნარატივი იყო- ოღონდ სააკაშვილი არ მობრუნდეს, თუ ასე გაგრძელდა, ეს არ მოშორდება ამას და დარჩება, "ოღონდ სააკაშვილი დაბრუნდეს". მე ეს მიხარია თუ მწყინს, საქმე მიდის აქამდე. ეს არის პროცესი უკვე. 

სააკაშვილის დროსაც ვიბრძოდი მეც და მანამდეს, 25 წელია მე ოპოზიციაში ვარ და ვხედავ, რაც ხდება. 

მან პასუხი აგო იმ შეცდომებისა და დანაშაულებისთის, რაც მან ჩაიდინა მისი პრეზიდენტობის დროს. მაგრამ, ყველაფერი ხომ რჩება? მან შექმნა სახელმწიფო, შექმნა სახელმწიფო ინსტიტუციები. სააკაშვილის დროს ძალიან ბევრი კარგი გაკეთდა. "ქართული ოცნების" დროს არაფერი კარგი არ გაკეთებულა, მხოლოდ ჯანდაცვის კუთხით თუ არ გამოვრიცხავთ საყოველთაო დაზღვევას. 

ახლა იმას თუ გვამადლის ბიძინა ივანიშვილი, ქუჩაში არ გხოცავთო-აბა გაბედიოს ერთი რა.  აბა, პოლიციამ ცემა დაიწყო, ბიზნესი წმნეხშია. ნახეთ, რამდენი ბიზნესმენი ალაპარაკდა. 

სააკაშვილის დროს ყვლეფდნენ ბიზნესს, მაგრამ მაშინ ის ფული მიჰქონდათ ბიუჯეტში და ხმარდებოდა ქვეყნის შენებას. ესენი ყვლეფენ და მიაქვთ სახლში ან ფარცხალაძის სარდაფში. 

აქ ორი მხარეა, არის პოლიტიკოსი და არის მაფიოზი. სააკაშვილი არის პოლიტიკოსი, ივანიშვილი არის მაფიოზი. ესენი ორივე ერთ ხაზზე არ არიან. 

არჩევნებზე ხალხი ამბობდა, ზურაბიშვილს მივეცი ხმა მიშას ჯინაზრეო. ასე, ჯუნაზე თუ იქნებით ხალხო და არ დაიწყებთ აზროვნებას სწორად, სადამდეც მიხვალთ, აი დაინახავთ. აი, ბიძინა ივანიშვილიც და სალომე ზურაბიშვილიც ამიტომაც არის თქვენი პროდუქტი, ქართველი ამომრჩევლის. "-განაცხადა "ეროვნული ფორუმის" ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "შუადღის რადიოსტუდია".

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია