შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

30 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/30544 
 09 აპრილი 2019
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

დარბევას 21 ადამიანი ემსხვერპლა: აზა ადამია, 22 წლის; ნათია ბაშალეიშვილი, 16 წლის; ეკა ბეჟანიშვილი, 16 წლის; ნატო გიორგაძე, 23 წლის; თამუნა დოლიძე, 28 წლის; თინა ენუქიძე, 70 წლის; ნინო თოიძე, 25 წლის; ზაირა კიკვიძე, 61 წლის; მანანა ლოლაძე, 33 წლის; თამარ მამულიშვილი, 50 წლის; ვენერა მეტრეველი; მამუკა ნოზაძე, 22 წლის; ნანა სამარგულიანი, 41 წლის; შალვა ქვასროლიაშვილი; მარინა ჭყონია-სამარგულიანი, 31 წლის; ელისო ჭიპაშვილი, 25 წლის; თამარ ჭოველიძე, 16 წლის; ნოდარ ჯანგირაშვილი, 40 წლის; მზია ჯინჭარაძე, 43 წლის; მანანა მელქაძე, 23 წლის; გია ქარსელაძე, 25 წლის;

1991 წლის 9 აპრილს, იმდროინდელმა უზენაესმა საბჭომ, ეს თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია