შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბოშური კულტურის გარეშე დარჩენილი ‘ბოშამაილა’

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22141 
 08 აპრილი 2019
ხუთასამდე ოჯახი ცხოვრობდა, ამიტომ მათ უბანს „ბოშამაილას“ ეძახდნენ, დღეს კი მათი რაოდენობა განახევრებულია.„ბოშამაილა“ უბნის თურქული სახელწოდებაა, ქართულად ბოშების უბანს ნიშნავს. აქ ისინი 1829 წელს, მეფის რუსეთის ბრძანებით გადმოასახლეს.სომხეთიდან გადმოსახლებულ ბოშებს ახალციხის ქუჩებში ხშირად შეხვდებით: „არ ვიცი რას აკეთებდნენ ჩემი წინაპრები, პაპაჩემიც და მამაჩემიც დოლებს აკეთებდნენ, ამიტომ მეც ეს საქმე გავაგრძელე“, – გვიყვება ადგილობრივი არამ აკოფიანი. ის ბოშაა, თუმცა ამბობს, რომ ბოშური ტრადიციები აღარ ახსოვს: „ბოშურ წესებში ვერ ვერკვევი, ძალიან ბევრი რამ მოხუცებმა იცოდნენ, მაგრამ ახლა ეგ წესები აღარ გვაქვს. ერთი ის ვიცი, რომ ბოშების ქალებმა მხოლოდ ბოლოკაბა უნდა ჩაიცვან, შარვალი არა“. „მაგრამ ბოშების ქალები ახლა მოკლე შორტებით დადიან“, – ხუმრობით გამოეხმაურა არამს ქართველი მეუღლე.99 წლის ანთო აკოფიანი უბანში ყველაზე მოხუცი ბოშაა. პროფესიით მეწაღეა: „მე აქ დავიბადე, ჩემი მამა–პაპაც აქ დაიბადა. განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებთ, ჩვენ უბრალო მშრომელი ხალხი ვართ“, –გვიყვება ანთო და ამბობს, რომ ამ საკითხზე ბევრის თქმა არ სურს.„ბოშამაილაში“ მხოლოდ ბოშები არ ცხოვრობენ, ერთ–ერთი ასეთი ნაზი ქოსოიანია: „აქ რომ გადმოვედით, აღმოჩნდა, რომ გარშემო სულ ბოშები ცხოვრობენ. ჩემი შვილები ამ ხალხთან ერთად გაიზარდნენ და კარგის მეტი მათზე არაფრის თქმა შემიძლია. ძალიან მშრომელები არიან. ენაც აქვთ, მაგრამ მხოლოდ სახლში ლაპარაკობენ, გარეთ არ გამოაქვთ“.ისტორიკოსი ცირა მესხიშვილი გვიყვება, რომ აქაური ბოშები თურქეთიდან გადმოასახლეს. საქართველოში გადმოსახლების შემდეგ კი ცხოვრების წესი შეიცვალეს: „მანამდე მომთაბარეები იყვნენ, აქ კი დაიწყეს საცერის და დოლის კეთება და სხვა ხელსაქმე, ისე კი ბოშები ძირითადად მათხოვრობასთან ასოცირდებოდნენ და ახლაც ასეა“.„ბოშებს წარმომავლობა ინდური ფოშის ტომიდან იწყება. მათ ასიმილირების შემდეგ დაიწყეს სხვადასხვა მიწებზე გადასვლა, სადაც მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდნენ. ჩვენთან სომეხი ბოშები, პასკევიჩის გადმოსახლების შემდეგ ცხოვრობენ. აქ გადმოსახლების შემდეგ, მათ დაიწყეს საკუთარი ხელობით ცხოვრება, მანამდე მომთაბარედ ცხოვრობდნენ“.1971 წლის რვა აპრილს, ლონდონში ბოშების პირველი საერთაშორისო კონგრესი გაიმართა, რომელსაც 30 ქვეყნიდან დაესწრნენ. ამ დღეს ბოშებმა მიიღეს ნაციონალური სიმბოლოები: დროშა და ეროვნული ჰიმნი, ხოლო თავი მსოფლიოს თავისუფალ ნაციად გამოაცხადეს. ბოშათა დღეც ამის შედეგად გაჩნდა.2012 წლის რვა აპრილს აშშ სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა ბოშათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მიმართვა გაავრცელა. მიმართვაში ნათქვამია, რომ „დღეს ბოშები ადამინის უფლებებისა და ღირსებისათვის ბრძოლის წინა ხაზზე იმყოფებიან. სწორედ ამიტომ ამერიკის შეერთებული შტატები მუშაობს ბოშათა უმცირესობების დასაცავად და დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად. ჩვენ ვცდილობთ გავაუმჯობესოთ ბოშათა პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში ჩართვის შესაძლებლობები. ბოშები, სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ ისინი, იმსახურებენ უკეთეს და ნათელ მომავალს“.ევროპაში დაახლოებით, 10-დან 12 მილიონამდე ბოშა ცხოვრობს. უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრის 2009 წლის კვლევის მიხედვით საქართველოში 1000-მდე ბოშა ცხოვრობს.[ავთო ინასარიძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია