შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სოფელ ვეჯინში ბიბლიოთეკა დაარბიეს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=37955 
 08 აპრილი 2019

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინის ბიბლიოთეკა დაარბიეს.

როგორც “knews.ge”-ს გურჯაანის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა განუცხადა, დაზიანებული და განადგურებულია წიგნები, დამტვრეულია ტექნიკა და ინვენტარი. შემთხვევა გუშინ ღამე მოხდა.

“იყო ხანძრის გაჩენის მცდელობაც, რომლის ლოკალიზებაც საგანგებო სიტუაციების სამსახურმა დროულად იზრუნა. ზარალის ოდენობა ჯერ-ჯერობით დაუდგენელია”, – განაცხადა არჩილ ხანდამაშვილმა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რომელიც ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნიკოლოზ ესიტაშვილი

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია