შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„ქართული ოცნებიდან” სოფელ ხალაწანის დეპუტატობის კანდიდატი როსტომ ალხანიშვილი იქნება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=37961 
 08 აპრილი 2019

შუალედურ არჩევნებში “ქართული ოცნებიდან” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სოფელ ხალაწანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი როსტომ ალხანიშვილი იქნება. 

მისი თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ის სოფელ ომალოს, დუმასტურის, ზემო და ქვემო ხალაწანის მოსახლეობის პრობლემების მოგვარებაზე იმუშავებს.

რამდენიმე წლის განმავლობაში როსტომ ალხანიშვილი სოფელ ხალაწანის ადმინისტრაციულ ერთეულში ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი.

მერების რიგგარეშე და საკრებულოს შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის ანა მიქელაძის თქმით, კახეთში საკრებულოების შუალედური არჩევნები საგარეჯოსა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში გაიმართება.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია