შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თუშეთის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება ახალ კომპანიას დაევალა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=37973 
 09 აპრილი 2019

ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელი გზა, სავარაუდოდ, მაისის ბოლოს გაიხსნება.

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, ცნობილია უკვე ტენდერში მონაწილე ერთადერთი კომპანია, რომელმაც შესაძლოა თუშეთის გზის შეკეთება და მისი მოვლა-პატრონობა უზრუნველყოს.

იოსებ ქარუმაშვილის თქმით, კომპანია ,,არელიმ” საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობა მიიღო. მისივე განცხადებით, ხელშეკრულება ჯერ არ გაფორმებულა და ეს პროცედურა მას შემდეგ დაიწყება, როცა დარწმუნდებიან, რომ კომპანია არსებულ ვალდებულებების სრულყოფილად შეასრულებს.

ტენდერის შესყიდვის საწყისი ღირებულება 1 მილიონ 30 ათასი ლარია, მანამდე კი გზის ამ მონაკვეთის მოვლა-პატრონობას კი 2017 წელს გამარჯვებული კომპანია ,,გერალი” მორიგებით ნაწილში კიდევ ორი კვირა შეასრულებს.

თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა მაისის შუა რიცხვებიდან ოქტომბრის ბოლომდე დიდთოვლობის გამო, 6 თვის განმავლობაში იკეტება. ამ დროის განმავლობაში თუშეთში მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენითაა შესაძლებელი.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია