შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქარტია “ჰერეთის” ჟურნალისტის შესაძლო ფიზიკური შეურაცხყოფის გამოძიებას ითხოვს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=37987 
 09 აპრილი 2019

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ითხოვს სამაუწყებლო კომპანია “ჰერეთის” ჟურნალისტის შესაძლო ფიზიკური შეურაცხყოფის გამოძიებას. 

რადიო “ჰერეთის” ჟურნალისტი დავით ჭაბაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსს გიორგი მესხიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს. 

დავით ჭაბაშვილი ამბობს, რომ საკრებულოს სხდომის მიმდინარეობის დროს ტელეფონზე დაურეკეს და სხდომათა დარბაზიდან გარეთ გავიდა, რის გამოც მას გიორგი მესხიშვილი დაედევნა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ჟურნალისტი საკრებულოს თავმჯდომარეს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს უფროსი გიორგი მესხიშვილი აღნიშნულ საკითხზე კომენტირებას თავს არიდებს.

ქარტია მიიჩნევს, რომ აუცილებელია აღნიშნული ინციდენტის შესწავლა და საზოგადოებისთვის სრული ინფორმაციის მიწოდება. ქარტიისთვის, როგორც პროფესიული გაერთიანებისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ ჟურნალისტს ჰქონდეს რწმენა, რომ შეუძლია ინფორმაციის თავისუფლად მოპოვება და გავრცელება.

“მედიის ფუნქციაა ხელისუფლების სხვადასხვა შტოს საქმიანობის მონიტორინგი, ანალიზი, კანონდარღვევის მხილება და, შესაბამისად, კრიტიკული მასალების მომზადება. ამ ფუნქციის შესასრულებლად აუცილებელია, ყოველი ასეთი შემთხვევა იყოს დროულად და გამჭვირვალედ გამოძიებული”, – აცხადებს ქარტია.

ქარტია მიმართავს სამართალდამცავ უწყებებს, გამოიძიოს შემთხვევა, რომელზეც რადიო “ჰერეთი” საუბრობს და აცნობოს საზოგადოებას გამოძიების შედეგები.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
მულტიმედია