შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„მიცუბიშის“ და ,,კიას“ მარკის ავტომობილები-32 500 ლარის საჩუქარი ლანჩხუთის მერს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37523 
 08 აპრილი 2019

„გურია თუდეის“ ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტრომ ლანჩხუთის მერიას ორი ავტომობილი უსასყიდლოდ გადასცა.

„მიცუბიშის“ და ,,კიას“ მარკის ავტომობილები უკვე ჩამოიყვანეს ლანჩხუთში, ისინი 2011 წელს არის გამოშვებული და მათი ღირებულება აუდიტის სამსახურის დასკვნით 17 500 და 15 000 ლარია.
მიცუბიშის მარკის მანქანა მერს, ალეკო სარიშვილის მოემსახურება, ხოლო მეორე მანქანა ინფრასტრუქტურის სამსახურს.
როგორც ,,გურია თუდეის“ გაარკვია მანქანები სარემონტოა.
,,რამე განსაკუთრებული არ სჭირს. მეორადი ავტომობილებია, რომელთაც რემონტი სჭირდება“ - გვითხრა ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ლევან ჩხაიძემ.
ცნობისთვის, მერს სამსახუროებრივი მანქანა არ ჰყავდა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ავტომობილით გადაადგილდებოდა.

წყარო: "გურია თუდეი".

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა