შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ბიძინას, როგორც სოვდაგარს არ შეიძლება რაიმე იდეალი გააჩნდეს, მისთვის ღმერთი - ფული და კეთილდღეობაა"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37543 
 09 აპრილი 2019

ბიძინამ იყიდა გაღატაკებული ადამაინები, “ მუდამ გასაყიდად გატანილი“ წითელი ინტელიგენცია, ქართული მიწა, საუკუნოვანი ხეები...ახლა კი ყიდულობს ისტორიას“. "ბიძინას, როგორც სოვდაგარს არ შეიძლება რაიმე იდეალი გააჩნდეს, ან რწმენა, ან სამშობლო, მისთვის ეს ქვეყანა ქარვასლაა, ხოლო ღმერთი ფული და კეთილდღეობაა“, -ამის შესახებ აპროფესორი და ისტორიკოსი, ბეჟან ჯავახია presa.ge- ის თან საუბრობს.

ამაზე უფრო უნიჭო და იაფფასიანი წერილი არც მინახავს. ეს არის სპეკულაცია არჩენების წინ. ივანიშვილი ცდილობს ისტორიის გადაწერას. ეს, ამ დროში შეუძლებელია, არსებობს სოციალური ქსელი, დამოუკიდებელი მედია.... ამდენად, ამაოდ დაშვრა. ისე კი ბევრი რამ გასაგები გახდა მისი აზროვნებიდან. ტექსტის მთავარი ნაწილია, ის რომ ოლიგარქს ჰგონია ყველაფერი იყიდება და ყველაფრის ყიდვა შეიძლება. ის არ სცილდება მეჯღანუაშვილის აზროვნებას და წერს, რომ „ წინა ხელისუფლება ყიდულობდა დემოკრატიის იმიჯს შინაც და გარეთაც“. იქნებ, სადმე არის „აზრთაგამრიგე“, ვინც მისი წერილის ამ ადგილს გაშიფრავს. ან ჩვენ ვგონივართ ყველაფრის დამჯერე, მალმორწმუნენი, რომელთა ყიდვაც ასე იაფად შეიძლება, ან კიდევ უბრალოდ ეს ქვეყანა მისთის ქარვასლაააა - იყიდე გაყიდე. ტექსტის ერთ ნაწილში ის აფასებს 9 აპრილს და ადამიანთა გულის მოსაგებად მას დამოუკიდებლობის დღეს უწოდებს, განსხვავებით ამჯერად არსებული ოფიციალური იდეოლოგიისა, ეს საარჩევნო პიარკამპანიაა, თან აღნიშნავს, რომ გამსახურდიას ხელისფლება დაამხეს დამნაშავეებმაო და ქვეყანა აურიესო. 

როდის დავიჯერო, ჯერ ის ეთქვა 9 აპრილის ჯალათს ლებედევს თვითონ, რომ აფინანსებდა, მერე დაეგმო თავის გვერდში მდგომი გადატრიალების გმირები, სკკპ ცეკას მდივნები და მხედრიონელები: ვოლსკი, ხაინდრავა, ქანთარია.... ან იქნებ დაეწყოთ გამოძიება სიგუა-კიტოვანის წინააღმდეგ, რომლებიც დარწმუნებული ვარ სახელმწიფოსაგან კომპენსაციასაც იღებენ , როგორც ყოფილი დეპუტატები... ეს ხომ არ გაგონებთ იმას, ბერბიჭაშვილი ილიას მკლელობისთვის, რომ პენსიას იღებდა... ან სპეკულაცია რელიგიური ტერმინების (იაფფასიანი) მანიპულირების - „ეშმაკი გვყოფს“ და მოგვიწოდებს წარსულის დავიწყებისაკენ და იქვე სტრიქონ გამოშვებით წინა ხელისუფლება დიქტატურას და დამნაშავე რეჟიმად აცხადებს..... სად დავიჯეროთ და როდის? 

თუნდაც რამდენიმე თვის წინ , მისი პოლიტიკური ორგანიზაცია სიძულვილის ენას კი არ იყენებდა მხოლოდ, არამედ პლაკატებს აკრავდა ქუჩებში. ტექსტის სწორი წაკითხვა გვიჩვენებს, რომ ეს ჩვეულებრივი ბოლშევიკური ფარსია, რომელიც ადამინებს უკეთესი ცხოვრებისაკენ კი არ მოუწოდებს, არამედ ანგარიშსწორებისაკენ წარმატებული ადამინების მიმართ. 

ერთი სიტყვით, ბიძინამ იყიდა გაღატაკებული ადამაინები, იყიდა“ მუდამ გასაყიდად გატანილი“ წითელი ინტელიგენცია, იყიდა გოჯა-გოჯად ქართული მიწა და მიისაკუთრა, იყიდა საუკუნოვანი ხეები და დარწმუნდა, რომ ყველაფრის ყიდვა შეიძლება , ახლა ყიდულობს ისტორიას.... უფრო სწორად სურს მისი გადაწერა..

ესაა ქვეყნის სპეციალურად გაღატაკება, სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევა, მართვადი ქაოსის შექმნა, რაც ადამიანებს უქმნის განცდას წარსულისადმი ნოსტალგიის. ზუსტად ასეე მოიქცა შევარდნაძის ხელისუფლება, მან უკიდურეს სიღატაკემდე მიიყვანა ქვეყანა, ქვეყნის ტერიტორიები დაკარგა და ბოლოს განაცხადა, რომ უნდა შევუერთდეთ დსთ-ს და 1994 წლის 1 მარტს, მისმა პარლამენტმა მიიღო კიდევაც ეს გადაწყვეტილება და როდესაც მას ჰკითხეს, რატომ აქამდე არ შეხვედით დსთ-შიო? მისი პასუხი იყო: ქვეყანა არ იყოო მზადო და როგორც მოამზადა შეარდნაძემ, ეს ვნახეთ. 

ბიძინას, როგორც სოვდაგარს არ შეიძლება რაიმე იდეალი გააჩნდეს, ან რწმენა, ან სამშობლო, მისთვის ეს ქვეყანა ქარვასლაა, ხოლო ღმერთი - ფული და კეთილდღეობა. ეს მხოლოდ საარჩევნო კამპანიის ნაწილია. მას ვერ წარმოედგინა 7 წლის მანძილზე თუ ყველას არ იყიდიდა და აღმოჩნდა პირიქით... მისთვის ასევე წარმოუდგენელია სანდრა რულოვსის გამარჯვება ზუგდიდში. ის ყველა საშუალებებით ცდილობს გააყალბოს არჩევნები.... მას საპრეზიდენტო არჩევნებმა უჩვენა, რომ მისი დრო ამოწურულია და ახლა ყველა ფორმით ცდილობს ხელისუფლების შენარჩუნებას. უფრო საშიში ისაა, რომ ის ამჯერად ე.წ. „მოთაფვლის“ პოლიტიკას იყენებს, მაგრამ არც სხვა მეთოდებზე იტყვის უარს. ამდენად, საჭიროა კიდევ უფრო ძლიერი კოალიციის შექმნა, რათა შევძლოთ მის დამარცხება მშვიდობიანი მეთოდებით..."- აცხადებს ბეჟან ჯავახია.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია