შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თელავის უნივერსიტეტის ეზოში დაჭრილი სტუდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=38000 
 10 აპრილი 2019

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში დაჭრილი სტუდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ავთანდილ კიკნაძე, რომელიც თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს, თელავის რაიონულ საავადმყოფოშია მოთავსებული. მედიკოსების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ავთანდილ კიკნაძე თელავის უნივერსიტეტის ეზოში დღეს დაჭრე. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მომხდარს წინ უძღოდა. მხარეებს შორის ურთიერთშელაპარაკება.

როგორც “კახეთის ხმას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაულში ბრალდებული ჯერ არ დაუკავებიათ.

ნიკოლოზ ესიტაშვილი

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია