შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ივანიშვილი სიცრუეს და ცილისწმებას აღარ ერიდება"- შავგულიძე ივანიშვილს პასუხობს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37558 
 10 აპრილი 2019

ეტყობა ბატონ ივანიშვილს იმდენად სჭირდება მისგან კონტროლირებად მოსამართლეთა დადებითად წარმოჩენა საზოგადოების თვალში და მათი შენარჩუნება სასამართლო სისტემაში, რომ ამისათვის, სიცრუეს და ცილისწამებას არ ერიდება, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა შალვა შავგულიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისგუშინდელ განცხადებას სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით. შალვა შავგულიძის თქმით, მოსამართლეების გარდა, ივანიშვილის განცხადების კიდევ ერთი მიზეზი მისი, როგორც საარჩევნო კანდიდატის დისკრედიტაციაა.

„ეტყობა ბატონ ივანიშვილს იმდენად სჭირდება მისგან კონტროლირებად მოსამართლეთა დადებითად წარმოჩენა საზოგადოების თვალში და მათი შენარჩუნება სასამართლო სისტემაში, რომ ამისათვის, სიცრუეს და ცილისწამებას არ ერიდება. კიდევ ერთი მიზეზით შეიძლება აიხსნას ივანიშვილის ამგვარი საქციელი. როგორც ჩანს, ბატონი ივანიშვილი ძალიან შეაშფოთა „თავისუფალი დემოკრატების“ და „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო ბლოკად გაერთიანებამ შუალედურ საპარალამენტო არჩევნებში და აღარაფერს ერიდება ჩემი, როგორც ამ ბლოკის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატის დისკრედიტაციისთვის. ბატონო ბიძინა, ვფიქრობ, რომ წარმატებული არ იქნება თქვენი ეს მცდელობა,“ - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის განცხადებით, გირგვლიანის საქმის ადვოკატს, შალვა შავგულიძეს დაავიწყდა სააპელაციო სასამართლოში გაესაჩივრებინა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დამნაშავეების სასჯელთან დაკავშირებით. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, საქმის ადვოკატის შალვა შავგულიძის მიერ იმ დროს დაშვებული შეცდომა მან გამოუცდელობას მიაწერა, თუმცა დღეს ეს გადააფასა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია