შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ამაზე საშიში შეიძლება იყოს მხოლოდ ატომური ბომბის დაცემა“- ნათელაშვილი ივანიშვილის ინტერვიუზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37562 
 10 აპრილი 2019
„ლეიბორისტუილი პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს სოციალურ ქსელში ეხმაურება. 
„წუხელ ჩვენ ვიხილეთ პასუხისმგებლობისგან გაცლილი ადამიანის გამოსვლა, საუბედუროდ, ეს ადამიანი არის ქვეყნის მმართველი, რომელსაც არ შერჩა გონი, ხოლო სახელმწიფომ დაკარგა მმართველი. ასევე გავიგეთ, რომ თურმე სამსახურებს გვიშოვის უცხოეთში,უნდა  კინოს გადაიღება. აგრეთვე შეგვპირდა იმისაც, რომ მურუსიძეს აუცილებლად დაგვინიშნავს უმაღლეს ქურუმად. ყველაფერი ეს ადასტურებს იმას რომ, ეს რეჟიმი უნდა მოცილდეს. მათი ყოფნის თითეული წამი, წუთი და დღე არის საუკუნეებით უკან დახეული საქართველო. გარდაუვალია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რადგან ძალიან მეეჭვება ასეთი გონდაკარგული ლიდერის გადამკიდე, საქართველომ კიდევ იარსებობს წელიწადი და რვა თვე. როდესაც ქვეყნის ფაქტობრივ მმართველს დაკარგული აქვს პასუხისმგებლობა, სირცხვილი, გონიერება, ხოლო სახელმწიფო არ იმართება, ამაზე საშიში შეიძლება იყოს ატომური ბომბის დაცემა“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია