შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სუფსიდან და გრიგოლეთიდან ბიძინა ივანიშვილი გიგანტური ხეების გადატანას გეგმავს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37568 
 10 აპრილი 2019

ბათუმი-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალის სუფსის მონაკვეთზე, უკვე 2 დღეა საგზაო ნიშნები მოხსნილია. ადგილობრივები ამბობენ, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან- სუფსადან და გრიგოლეთიდან შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის ეზოში, გიგანტური ხეების გადატანა იგეგმება.

მრავალწლოვანი ნარგავები ტრანსპორტირებისთვის უკვე გამზადებულია. ხეების გადატანის პროცესს გრიგოლეთში მწვანე ნარგავები შეეწირა, გაიჩეხა ფიჭვის ხეები.

ოპოზიციის თქმით, ხეების ტრანსპორტირების პროცესში ჩართული არიან სახელმწიფო სამსახურებიც.

ადგილობრივ გამგეობაში აცხადებენ, რონ საგზაო ნიშნები საგზაო დეპარტამენტმა ჩამოხსნა, თუმცა მიზეზი მათთვის უცნობია. რაც შეეხება ხეების გაჩეხვას, გამგებელი ამბობს, რომ ეს პროცესი კანონიერად მოხდა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია