შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ლაითურში ხანძრის ჩაქრობის პროცესში ავიაცია რამდენიმე წუთში ჩაერთვება

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37537 
 09 აპრილი 2019
ოზურგეთში, დაბა ლაითურთან, შერეული ტიპის ტყეში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი რამდენიმე წუთში ჩაერთვება.
ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, დაახლოებით 10 წუთში ავიაცია ადგილზე იქნება. 
გარდა ავიაციისა, ცეცხლის ქრობის პროცესში ჩასართავად აჭარიდან და სამეგრელოდან გამოძახებულია სახანძრო სამსახურის დამატებითი ბრიგადები. 
ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია სამაშველო სამსახურები და ცოცხალი ძალა.
ამ დროისთვის  დამწვარია 20 ჰა ფართობი. მათ შორის უნიკალური ფიჭვნარი. 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა