შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘ბიძინამ კარმები დაარიგა, ჩვენ ხმას ვინ მოგვცემს– ‘ევროპელებს’ აბასთუმანში კანდიდატი არ ეყოლებათ

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 10 აპრილი 2019
სამი პარტიიდან ერთმა, „ქართულმა ოცნებამ“ აბასთუმანში კანდიდატი, გენადი ბოლქვაძე უკვე წარადგინა. უკვე შერჩეული ჰყავს კანდიდატი, თუმცა ჯერ მის ვინაობას არ ამჟღავნებს „ნაციონალური მოძრაობა“. „ეროპულ საქართველოში“ კი აცხადებენ, რომ კანდიდატის წარდგენას კურორტზე არ გეგმავენ. „აბასთუმანიში არჩევნებში კანდიდატი არ გვეყოლება. რა აზრი აქვს, იქ დიდი ზეწოლები მიდის, მოსყიდვებია, აგერ ბიძინამ კარმებიც დაარიგა და ჩვენ ხმას ვინ მოგვცემს“, – ამბობს ადგიგენში „ევროპული საქართველოს“ შტაბის ხელმძღვანელი ადიგენში სიმონ პარუნაშვილი. ადიგენში არჩევნები, მხოლოდ ერთ N2 აბასთუმნის საარჩევნო უბანზე გაიმართება. კურორტ აბასთუმანში ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევენ. ადიგენის საკრებულოში აბასთუმნის მაჟორიტარი დეპუტატი 2018 წლის ოქტომბრამდე ტარიელ ენდელაძე იყო. მძიმე ავადმყოფობის შედეგად მისი გარდაცვალების შემდეგ ეს პოზიცია თავისუფალია, ამიტომ აბასთუმანში დეპუტატს გაზაფხულზე აირჩევენ. ცესკო აბასთუმანში შუალედური არჩევნებისათვის 11 231 ლარს დახარჯავს.[მარიამ ბარძიმაძე, ადიგენი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია