შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ფსიქიატრთან არის წასაყვანი"- გუბაზ სანიკიძე ივანიშვილზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37557 
 10 აპრილი 2019

ფსიქიატრთან არის წასაყვანი, ჩემდა სამწუხაროდ, - სამკურნალოა. მას როგორც ჩანს, ღამე აღარ სძინავს , - ასეთი შეფასება გააკეთა „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებაზე, სადაც ივანიშვილმა სანიკიძე გააკრიტიკა.

„ბედნიერება მქონდა, ვნახე ბიძინა ივანიშვილის განცხადებები. ყოველგვარი სარკაზმის, ხუმრობის გარეშე, აბსოლუტურად სერიოზულად ვამბობ, რომ ექიმთან არის ეს კაცი წასაყვანი, აშკარად. ფსიქიატრთან არის წასაყვანი, სამკურნალოა. მას როგორც ჩანს, ღამე აღარ სძინავს, ან თუ სძინავს ცუდ სიზმრებს ნახულობს. ფაქტია, რომ 22:00 საათზე უკვე აღარ სძინავს. სამკურნალოა. ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დამრჩა, გულდაწყვეტილი ვარ“, - განაცხადა სანიკიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა, გუშინ, ყოფილ მოკავშირეებთან დაკავშირებით, მათ შორის, გუბაზ სანიკიძეზე ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახლანდელი გადასახედიდან ძნელი დასაჯერებელია, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის“ ოპოზიციაში იყო.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია