შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ივანიშვილი, ახლა მხოლოდ დამწყები პოეტის ამარა დარჩა"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37559 
 10 აპრილი 2019

ბიძინა ივანიშვილი საყვარელმა პოეტმა დავით მაღრაძემაც კი მიატოვა და დარჩა დამწყები პოეტ არჩილ თალაკვაძის ამარა“, - ამის შესახებ რომან გოცირიძემ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შეფასებისას განაცხადა. მისი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილს აღელვებს მხოლოდ პარტიიდან წასულ და დარჩენილ დეპუტატებს შორის დაპირისპირება და არა ქვეყანაში არსებული პრობლემები.

“რაც მოვისმინეთ, ეს იყო შეშინებული კაცის დარდები, რომელიც ხვდება, რომ კარგავს ძალაუფლებას, რომ დარჩა მარტო, გაწირა ყველამ, ვისაც კი ელემენტარულად ჭკუა მოეკითხებოდა. ეს იყო შიდა დაპირისიპირებებზე, ინტრიგებზე და შიდა განცდებზე აგებული ინტერვიუ. ადამიანი, რომელსაც არ ადარდებს ხალხის ბედი, არც ერთი საქვეყნო პრობლემა არ იყო განხილული. მას მიაჩნია, რომ ხალხი უგუნურია, ხალხს ეჩვენება რომ ცხოვრობს ცუდად და სინამდვილეში ყველაფერი კარგად არის. მთავარი ამოცანაა, ადამიანებს აუხილოს თვალები და აჩვენოს ის სიკეთეები, რაც მისი მმართველობის პერიოდში იყო მიღწეული“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია