შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ჩვენ ვართ პროგრესზე ორიენტირებული მთავრობა-პრემიერი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37578 
 10 აპრილი 2019

აქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე, ბიძინა ივანიშვილის იმედისთვის მიცემულ ინტერვიუს გამოეხმაურა.

"ჩვენ გუშინ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ბიძინა ივანიშვილისგან გულწრფელი შეფასება, პოლიტიკური შეფასება მათ შორის, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ გარემოსთან დაკავშირებით, იმ გამოწვევებზე, რომელიც გვაქვს ქვეყანაში და ამავე დროს, იმ ეროვნულ ინტერესებთან დაკავშირებით, რომელიც უნდა აერთიანებდეს თითოეულ საქართველოს მოქალაქეს და პოლიტიკურ ძალას", - თქვა ბახტაძემ.

პრემიერმინისტრის თქმით, "ქართული ოცნების" მთავრობა შედეგებზე არის ორიენტირებული.

"ბუნებრივია, ჩვენ გუნდში ყოველთვის გვაქვს კონსულტაციები. იცით, რომ წარდგენილი გვაქვს ძალიან ამბიციური რეფორმათა პაკეტი.  ჩვენ ვართ თვითონ შედეგებზე ორიენტირებული მთავრობა. ბუნებრივია, ასეთი კონსულტაციები ყოველთვის მიდიოდა. მე გიდასტურებთ, რომ დღესაც მიდის. რა თქმა უნდა, დასკვნების გაკეთება ჯერ ნაადრევია, მაგრამ მე ყოველთვის დაგიდასტურებთ, რომ ჩვენ ვართ ორიენტირებული პროგრესზე და იმაზე, რომ ჩვენ ვიყოთ დარწმუნებული, რომ ყველა ადამიანური რესურსი არის მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენებული იმ მიზნების მისაღწევად, რომელიც გვაქვს", - თქვა ბახტაძემ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია