შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ბაღებში საეჭვო ხარისხის ხორცი არ შესულა!"- ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ა.(ა).ი.პ. "სკოლამდელი აღზრდის ცენტრი" განცხადებას ავრცელებს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37583 
 11 აპრილი 2019

ე.წ. "ხორცის სკანდალთან" დაკავშირებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ა.(ა).ი.პ. "სკოლამდელი აღზრდის ცენტრი" განცხადებას ავრცელებს:

ბაღებში საეჭვო ხარისხის ხორცი არ შესულა!

ბაღების გაერთიანებამ ყოველგვარი პრევენციული ზომები გაატარა იმისთვის, რომ ბაღებში საეჭვო ხარისხის ხორცი არ შესულიყო.
აღვნიშნავთ, რომ ბაღებში საქონლის ხორცით მომარაგება ხდება კვირაში ერთხელ, საკლავი ყოველ სამშაბათ დღეს იკვლება დვაბზუს სასაკლაოზე,მეორე დღეს კი ხდება ხორცის დაფილვა (ამავე სასაკლაოზე) სადაც, დაფილვას ყოველ ოთხშაბათ და ხუთშაბათ დღეს ესწრებიან სკოლამდელი აღზრდის ცენტრის მონიტორინგის თანამშრომლები.
ერთ-ერთ დაფილვის დღეს, ა.წ 28.03, ხორცის მორიგი დაფილვის დროს, ცენტრის მონიტორინგის თანამშრომლებმა ვიზუალურად დაიწუნეს ხორცის ერთი ნაწილი, რომელიც იყო მუქი შეფერილობის და რეაგირებისთვის მაშინვე მივმართეთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს სიტუაციის შესწავლის მიზნით.
სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები მაშინვე გამოცხადნენ აღნიშნულ ადგილზე(დვაბზუს სასაკლაოზე) სადაც დააფიქსირეს კრიტიკული შეუსაბამობები და საწარმოო პროცესი შეუჩერეს მიმწოდებელს - შპს ,,სოფოს’’.
ეს იყო სკოლამდელი აღზრდის ცენტრის მიერ, სიფრთხილისთვის და ბაღებში ვარგისიანი ხორცის შეტანის მიზნით განხორციელებული ქმედება,რომლითაც ჩვენ თავიდან ავიცილეთ ბაღებში საეჭვო ხორცის შეტანის მცდელობა.
პირველ რიგში გვინდა განვაცხადოთ მშობლების საყურადღებოდ, რომ ბაღებში საეჭვო ხარისხის ხორცი არ შესულა, რისი პრევენციაც დროულად განახორციელა ბაღების გაერთიანებამ.
საწარმო პროცესის შეჩერების გამო სკოლამდელი აღზრდის ცენტრმა, ხელშეკრულება შეუჩერა მომწოდებელ შპს ,,სოფოს’’ და გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, გააფორმა ერთ პირთან მოლაპარაკება ,რათა არ შეფერხებულიყო სააღმზრდელო პროცესი ბაღებში.
სკოლამდელი აღზრდის ცენტრი კვლავაც დიდი სიფრთხილით გააგრძელებს შემოტანილი საკვები პროდუქტის მონიტორინგს და არ დაუშვებს კვების რეგლამენტით განსაზღვრული სტანდარტის დარღვევის არცერთ ფაქტს რეაგირების გარეშე.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება