შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოზურგეთში 44 წლის მამაკაცმა ბენზინი გადაისხა და თვითმკვლელობას ცდილობს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37584 
 11 აპრილი 2019

ოზურგეთში 44 წლის მამაკაცმა ბენზინი გადაისხა და თვითმკვლელობას ცდილობს.

შემთხვევა წულაძის ქუჩაზე რამდენიმე წუთის წინ მოხდა. 

„გურიის მოამბისთვის“ მოწოდებული ინფორმაციით, მამაკაცს, რომელსაც ბიზნესი აქვს და მაღაზია მიმდებარე ტერიტორიაზე დაქირავებული ჰქონდა, ფართის დატოვებას აიძულებდნენ, რის გამოც მან პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა. 

ის ამ წუთებში შენობაში იმყოფება და გარეთ არ გამოდის, მასთან მოლაპარაკებაზე იმყოფებიან პოლიციელები.

ადგილზე იმყოფება სახანძრო და სამაშველო სამსახურები, ასევე პოლიცია და სასწრაფო.

მამაკაცმა რომელიც თვითმკვლელობას ცდილობს  44 წლის ალიკა ქართველიშვილია, რომელიც სოფელ ძიმითში ცხოვრობს. 

შსს-ს ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს აღნიშნული ფართი ჩამორთმეული აქვს, ის კი ამ მეთოდით ცდილობს მის დაცვას და შენარჩუნებას. 

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია