შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბერძენიშვილი: სააკაშვილმა ივანიშვილი კარგად “მოწველა”

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37588 
 11 აპრილი 2019

„ივანიშვილი ხომ ელცინის პოლიტიკის შემსრულებელი იყო, როდესაც 1996 წელს დაავალეს მიღებული გადაწყვეტილების რეალიზება ე. წ. ლებედის პროექტი. ლებედი მესამე ადგილზე რომ გაეყვანათ. ცუგანოვისთვის ხმები წაერთმიათ და მერე ეს ხმები ლებედიანად ელცინისთვის გადაეცათ“, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა „აიპრესთან“ საუბრისას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის შესახებ განაცხადა.

„მე ლებედის საკითხზე პროფესიულად ვსაუბრობ. მე და ირაკლი მელაშვილმა ეს თემები წვრილად და კარგად ვიცით. ახლო ურთიერთობა გვქონდა იმ ხალხთან, ვინც ელცინის კამპანიის ინტელექტუალურ წამყვან ძალას წარმოადგენდა. ეს ბიძინამაც იცის, რომ ჩვენ კარგად ვიცით და ერთხელ შეწუხდა. როდესაც მორიგი ტყუილები დააპირა. ირაკლიმ უთხრა მე დათომ ვიცით ეს ამბებიო და ბიძინამ თქვა რას მეჩრებითო.

ის ყოველთვის ასე იყო. შევარდნაძის ხელისუფლება მას იაფი უჯდებოდა. ერთი სამების აშენება დაავალა და მეტი არაფერი. სააკაშვილმა ბევრი რამე დაავალა, კარგად „მოწველა“. 2007-08 წლების მერე ივანიშვილი უკმაყოფილო იყო სააკაშვილის მხრიდან აგდებული დამოკიდებულებით, ამის მიუხედავად მთელი 3 წელიწადი სააკაშვილი კიდევ „წველიდა“. რაკი ასე დაიწყო მან საზოგადოებასთან საუბარი, ამიტომ მეც მკვახედ შევაფასებ. ეს არ არის მხოლოდ ვირტუალური შეპასუხება, უშუალო შეხვედრების დროსაც საკმაოდ მწარე კამათი გვქონია მასთან დაძაბულ ურთიერთობებში. ბიძინას ასეთი წარმოდგენა აქვს, რომ ვინც არ ეყმობა ის მტერია. ვინც ეყმობა და არასათანადოდ და სანახევროდ, იმათ მაინც დაუმახსოვრებს. ყველა ვინც იყო მასთან ახლოს, ან შორიახლოს, მაგრამ არ გახდა მისი მონა, ამიტომ ლაპარაკობს მათზე ასე. ამიტომ არის აღშფოთებული მაგალითად დათო მაღრაძეზე.

რა თქმა უნდა ის ეშმაკობს. როდესაც ამბობს, რომ ეშმაკი ყოფს, ვისთან უნდა გაერთიანება, ვინც მასთან არის, რომ კიდევ არ წავიდეს. ნახევარზე მეტმა მის წინააღმდეგ მისცა ხმა რამდენიმე თვის წინ პირველ ტურში და ნახევარზე ოდნავ ნაკლებმა მეორე ტურში“, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია