შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

" ოცნებაში" მარტო ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე დარჩებიან"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37591 
 11 აპრილი 2019

ის პირი უჩანს, რომ მარტო ირაკლი კობახიძე დარჩება და ბიძინა ივანიშვილი, - ასე შეაფასა „ინტერპრესნიუსთან“ „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „ქართული ოცნებიდან“ საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატების ვახტანგ შაქარიშვილის და ჯაბა ჯიშკარიანის წასვლა.

ელისაშვილის თქმით, მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესები, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან წასვლით დასრულდება.

„მივესალმები „ქართული ოცნების“ დაშლას. რაც ბევრი წამოვა იქიდან, უკეთესი იქნება. ის პირი უჩანს, რომ მარტო ირაკლი კობახიძე დარჩება და ბიძინა ივანიშვილი და მერე ელაპარაკონ ერთმანეთს. „ქართული ოცნების“ მატარებელმა უკვე ჩაიარა. უბრალოდ დროის ამბავია როგორ და რამდენად უმტკივნეულოდ წავა ივანიშვილი. გემი რომ იძირება „ქართული ოცნების“, უკვე ყველა გრძნობს და ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური პროცესი.

ივანიშვილმა ქვეყანა ამ ნაძირალა ჩინჩალაძეებს და მურუსიძეებს გადააყოლა. რატომ მიჰყვება უფსკრულში ამ კაცს ვერ ვხვდები, რატომ არის ასე გადაფიჩინებული ამ კაცზე ვერ ვხვდები. შვილის ასეთი სიყვარული მესმის, ცოლის სიყვარული მესმის, მაგრამ მურუსიძე ასე რატომ უყვარს, ვერაფრით ვერ ვხსნი. იმდენად უყვარს, რომ მზად არის ყველაფერი გადააყოლოს ამ მურუსიძისადმი ტრფობას. ეს პროცესები დამთავრდება იმისთ, რომ „ქართული ოცნება“ წავა ხელისუფლებიდან. ახლა ის არის მთავარი, რამდენად მტკივნეულად მოხდება ეს. ისე უნდა გავაკეთოთ, რომ დიდი არეულობით არ მოხდეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოცილება“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია