შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დვაბზუსა და ბოხვაურის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია 344 977 ლარი დაჯდება

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37565 
 10 აპრილი 2019

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სოფელ დვაბზუსა და ბოხვაურის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

1387 მეტრი სიგრძის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

პროექტის ღირებულებამ 344 977 ლარი შეადგინა.

მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძე, ინფრასტრუქტურის კომისიის ხელმძღვანელ ლავრენტი ბიგვავასთან და ბოხვაურის მაჟორიტარ დეპუტატ გელა ჩავლეშვილთან ერთად.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია