შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხეში, სოფელ წინუბანში ბრუცელოზი გავრცელდა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22183 
 11 აპრილი 2019
სურსათის უვნებლობის სამსახურის სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი ბექაური ამბობს, რომ სოფელ წინუბანიდან ერთ–ერთმა ადგილობრვმა თავად მიიტანა ლაბორატორიაში პირუტვის სისხლი და შემოწმების შედაგად აღმოჩნდა, რომ საქონელს ბრუცელოზი ჰქონდა.ვეტერინარები მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ თუ მათ პირუტყვს კვლევის შედეგად ბრუცელოზი დაუდგინდება,მაშინ საქონელი აუცილებელად სასაკლაოზე ვეტერინარის ზედამხედველობის ქვეშ დაკლან.„დაკვლამდე ცხოველი უნდა იყოს განცალკევებული, არ უნდა იაროს საძოვარზე, რადგან ის არის ინფიცირების წყარო“, – ამბობს ლია ბაქაური და ამატებს, რომ აღნიშნულ სოფელში საქონელს უახლოეს დღებში აცრიან –„ვაქცინაცია ისეც ყოველწლიურად მიმდინარეობს, პირუტვი მხოლოდ ერთხელ იცრება. ახლა აცრა ჩაუტარდება იმ საქონელს, რომელიც მანამდე არ ყოფილა აცრილი. რაც შეეხება უკვე დაავადებულს მისი აცრა აღარ შეიძლება“.ბრუცელოზით სამცხე–ჯავახეთში საქონელი ყოველწლიურად ავადდება. 2014 წელს ბრუცელოზი ერთდროულად რეგიონის ხუთ მუნიციპალიტეტში მძვინვარებდა. ამ წელს ბრუცელოზით 51 ადამიანიდა 203 სული პირუტყვი დაავადდა.ბრუცელოზი ქრონიკულად მიმდინარე ინფექციური დაავადებაა, რომლითაც ავადდება მრავალი სახეობის ცხოველი და ადამიანი. დაავადება ვრცელდება ინფიცირებულ ცხოველთან კონტაქტით, ან მისგან მიღებული პროდუქტით. დაკლული პირუტყვის ხორცი საკვებად მხოლოდ თერმული დამშავების შემდეგ არის შესაძლებელი.მოსახლეობისთვის საფრთხეს წარმოადგენს დაავადებული ცხოველის უმი (აუდუღარი) რძე და მისგან დამზადებული პროდუქტი.ბრუცელოზის ადამიანზე გადაეცემის გზებია:• კონტაქტური - ავადმყოფი ცხოველის აბორტულ მასალასთან, სისხლთან, შარდსა და განავალთან შეხება, პირუტყვის ტყავისა და მატყლის დამუშავება; • საკვებით - ინფიცირებული თერმულად დაუმუშავებელი (აუდუღარი, მოუხარშავი) ცხოველური პროდუქტების გამოყენება (რძე, რძის პროდუქტები, ხორცი);იშვიათად:• ასპირაციული - ბრუცელას ბაქტერიებით დასენიანებული მტვრის, მშრალი ნაკელის, მატყლის ნაწილაკების მოხვედრა პირის, ცხვირისა და თვალის ლორწოვანში.ძალზედ იშვიათად! - ბრუცელოზის გადაცემა ადამიანიდან ადამიანზე შეიძლება მოხდეს სისხლის გადასხმის ან ორგანოთა ტრანსპლანტაციის, სქესობრივი კონტაქტის და ძუძუთი კვების დროს. როგორ მივიტანოთ ეჭვი ბრუცელოზზე?ადამიანის ბრუცელოზი ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ინკუბაციური (ფარული) პერიოდი გრძელდება ერთი კვირიდან რამდენიმე თვემდე.ყველაზე დამახასიათებელი სიმპტომებია:• ცხელება• ზოგადი სისუსტე• ოფლიანობა, განსაკუთრებით ღამით (სპეციფიური, არასასიამოვნო სუნის ოფლი)• ტკივილები- განსაკუთრებით თავის და ზურგის კუნთების.[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
მულტიმედია