შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხეში წყლის ცენტრალური მილი უკვე მეოთხე წელია მეწყერსაშიშ ზონაში რჩება

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22189 
 12 აპრილი 2019
მეოთხე წელია, რაც ურავლის მაგისტრალური მილსადენი მეწყერსაშიშ ზონაშია. 400 მილიმეტრიანი მილი ახალციხესა და მის ორ სოფელ, მინაძესა და ჭაჭარაქს სასმელი წყლით ამარაგებს.მეწყრულ ზონაში გზა უკვე 150–200 მეტრ სიგრძეზეა დაზიანებული. მისი მოწყვეტის შემთხვევაში მთელი ქალაქი, წყლის გარეშე დარჩება, გარდა ამისა სამ სოფელს, ურაველს წყორძასა და ხეოთს შემოვლითი გზით მოუწევს სიარული.ამ ხნის განმავლობაში, ტენდერი მილის გადატანაზე კომპანიამ ორჯერ გამოაცხადა. პირველად 2018 წლის იანვარში. მაშინ გამარჯვებულმა კომპანიამ პირობები ვერ შეასრულა და მასთან ხელშეკრულება გაუქმნდა. მეორედ ტენდერი რამდენიმე თვის წინ გამოცხადა, თუმცა ისიც მალევე შეწყდა. „ის მეორე ტენდერი იმიტომ შეწყდა, რომ მასში გამარჯვებული, იმ არაკეთილსინდისიერი კომპანიის შვილობილი აღმოჩნდა, რომელმაც პირველი ტენდერის პირობები არ შეასრულა. გარდა ამისა, პროექტში გარკვეული ცვლილებების შეტანა გახდა საჭირო“, - გვითხრა სამცხე–ჯავახეთში წყალმომარაგების კომპანიის მენეჯერმა, ბესიკ ფილაურმა. თუმცა ტენდერის შეწყვეტის დოკუმენტაციაში ამგვარ ახსნას ვერ შეხვდებით. მოხსენებით ბარათში ნათქვამია, რომ „მეწყრული მოვლენები კიდევ უფრო გაიზარდა აღნიშნულ ადგილზე. შეირჩა მილის გადატანის სავარაუდო მარშუტის ორი ვარიანტი და ამჟამად საპროექტო დეპარტამენტი ახალი დოკუმენტის მომზადებაზე მუშაობს“, მესამე ტენდერი კი სწორედ ამ ვითარების გათვალისწინებით ცხადდება. „შევხვდებით მერსაც და ერთად დავათვალიერებთ იმ ტერიტორიას, რომელიც შერჩეული გვაქვს მილის გადასატანად. მანამდე ვუთხარი მერიას სადაც გვინდოდა გადატანა,თუმცა გვირჩიეს, რომ სხვა ტერიტორია შეგვერჩია, ვინაიდან ისიც სავარაუდოდ მეწყრულ ზონაში იყო. ახლა მე ვნახე გეოლოგიური დასკვნა და ის მიწა არაა მეწყრული, ამიტომ ახლა გავისაუბრებთ და მერიასთან შეთანხმებით გადავწყვეტთ მილის ახალ ტერიტორიაზე გადატანას“,– ამბობს ბესიკ ფილაური. [მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
მულტიმედია