შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ნინოწმინდა–კარწახის საბაჟოებზე ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატები შემოიტანეს

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22175 
 11 აპრილი 2019
საბაჟო გამშვებ პუნქტებში დანაშაულის ფაქტები, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, 26 მარტიდან 11 აპრილის ჩათვლით გამოავლინეს. მათ ეჭვის საფუძველზე, საქართველოს, ირანისა და სომხეთის მოქალაქეების კუთვნილი ხელბარგი და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილი დაათვალიერეს. უწყების ინფორმაციით, მებაჟეებმა ჯამში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი 269 აბი, ხოლო ფსიქოტროპული 864 კაფსულა და 565 აბი მედიკამენტი გამოავლინეს.მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ძიება სსკ-ის 260-ე, 262-ე და 263-ე მუხლებით დაიწყო. [sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია