შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ფანდი - "ნაცები" ცუდია და მე კარგი" აღარ იმუშავებს" - დემურ გიორხელიძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37620 
 12 აპრილი 2019

"მმართველ გუნდს ადრე თუ გრიპი ჰქონდა, დღეს ძლიერ ავადაა და რაც უფრო გადაავადებს მკურნალობას, შედეგი უფრო რთული იქნება. ანუ თუ ჯიუტად გააგრძელებს იმის მტკიცებას, რომ ყველაფერი კარგადაა, ვერც პოლიტიკურ გავლენას შეინარჩუნებს და ისე დაამთავრებს, როგორც 2003 წელს შევარდნაძემ დაამთავრა, 2012 წელს კი სააკაშვილმა. დღეს "ოცნება" დგას მხოლოდ იმის იმედად, რომ თავად საზოგადოებაში არ არის კონსენსუსი, ვინ შეცვლის ივანიშვილს, მაგრამ მერწმუნეთ, როგორც კი იქნება ალტერნატივა, გამოჩნდება სერიოზული ძალა და ლიდერი, ეს ხელისუფლება კონკურენციას ვერ გაუძლებს.-აცხადებს შიდა პოლიტიკური სიტუაციის შეფასებისას პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა.

2020 წლის არჩევნებში "ოცნებისთვის" სახარბიელო სიტუაციას ვერ ხედავს ექსპერტი დემურ გიორხელიძე, რომელიც დარწმუნებულია, რომ "მიშა მოდის" მეთოდით ხალხის დაშინება და ხმების მიღება მათ აღარ გამოუვათ: 

"ის ფანდი, რომელიც ამდენი წელია, მუშაობს - "ნაცები" ცუდია და მე კარგი" - არც შუალედურ არჩევნებში და არც 2020 წლის არჩევნებში აღარ იმუშავებს," - აცხადებს ექსპერტი და ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე "რეზონანსთან"

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება