შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პროტესტი აზავრეთის სკოლაში - მოსწავლეები მთელი კვირაა გაკვეთილებზე არ დადიან

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22191 
 12 აპრილი 2019
აზავრეთის სკოლა, რომელშიც 200-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს, წლებია დაზიანებულია. აქ ცუდ მდგომარეობაშია სკოლის სახურავი, კედლები და იატაკი. მშობლები ამბობენ, რომ პროტესტს მანამდე გააგრძელებენ, ვიდრე ახალი სკოლის აშენების დაპირებას არ მიიღებენ. აქციას, რომელიც 8 აპრილს დაიწო, მხარს სკოლის ადმინისტრაციაც უჭერს.„ჩემს შვილიშვილს უფლებას არ მივცემ რომ სკოლაში იაროს. იქ ძალიან საშიშია“, – ამბობს სააგენტო jnews.ge-სთან საუბარში ერთ-ერთი მოსწავლის ბებია, სარგის თამამიანი.მასწავლებლები ამბობენ, რომ სკოლაში სიარული საშიშია და იხსენებენ შემთხვევას, როდესაც ერთ-ერთ მოსწავლეს ჭერიდან ქვიშა ჩამოეყარა. „მშობლები ეშინიათ და ბავშვებს არ უშვებენ სკოლაში. ყოველდღე ვხედავდით რომ მოსწავლეთა რიცხვი ნელ-ნელა იკლებდა“,–ამბობს jnews.ge-სთან აზავრეთის სკოლის პედაგოგი, ანაიდ თამამიანი.ახალქალაქის მერი იური უნანიანი ამბობს, რომ სკოლის გარემონტება დაგეგმილია, ახალი სკოლის ასაშენებლად კი მუნიციპალიტეტს სახსრები არ აქვს. რემონტის დასრულებამდე, იგი მოსწავლეებს მეზობელი სოფლის, ბურნაშეთის სკოლაში სწავლას სთავაზობს. „ან კაპიტალური რემონტი უნდა გაკეთდეს სკოლის, ან კიდევ ახალი უნდა აშენდეს, დღეს მუნიციპალიტეტს ამხელა შესაძლებლობა არ აქვს,რომ სკოლა ააშენოს. მაგას 4 მილიონამდე ხომ მაინც სჭირდება. მათი პროტესტი არასწორია და ვფიქრობ, რომ ბავშვებმა სკოლაში უნდა იარონ. მუნიციპალური განვითარების ფონდს აქვს ამ სკოლის რეაბილიტაცია გეგმაში“, – ამბობს უნანიანი.მუნიციპალური განვითარების ფონდში განმარტავენ, რომ სკოლის რეაბილიტაცია წელს დაიწყება. ტენდერს მაისის ბოლოს გამოაცხადებენ. სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა რა თანხა დასჭირდება სამუშაოებს, რომელიც 2020 წლისთვის უნდა მოესწროს. სალომე ყულჯანიშვილის ფოტოები [მარიამ ბარძიმაძე, ახალქალაქი]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
მულტიმედია