შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ანის სკოლაში მასწავლებლები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ – ფაქტს შსს იძიებს

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22194 
 12 აპრილი 2019
ანის საჯარო სკოლის თანამშრომლები პირად საუბრებში ყვებიან, რომ ინგლისური ენის მასწავლებლები ერთმანეთს ღიად, მოსწავლეების თვალწინ, მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც „სამხრეთის კარიბჭემ“ სკოლაში მიმდინარე მოვლენების შესახებ სტატია გამოაქვეყნა. აღნიშნულ მასალაში, ინგლისურის მასწავლებელი ნინო გოზალიშვილი ამბობს, რომ დირექტორი მას საათებს აკლებს და ვისაც უნდა იმას უნაწილებს. „ინგლისურის მეორე მასწავლებელს, ნათია ჩოხელს რომ წაუკითხავს ეს სტატია, კლასში შევარდნია ნინო გოზალიშვილს და უთქვამს, რატომ ილაპარაკე ჟურნალისტებთანო. ხელი უკრია ნათიას ნინოსთვის, კარი მიუჯახუნებია და ამ დროს ნინო შიგ მოყოლილა. მერე მასწავლებლებს ჩხუბი სამასწავლებლოში გაუგრძელებიათ“, – გვიყვებიან თანამშრომლები. მომხდარის დეტალებზე ინგლისური ენის პედაგოგები არ საუბრობენ, თუმცა ფაქტს გვიდასტურებენ. სკოლაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ პოლიციას სკოლის დირექტორმა მარიამ კაპანაძემ მიმართა: „ეს სკოლის შიდა პრობლემებია და ვერაფერს გეტყვით“.„სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით საჩივარი დაწერა ნინო გოზალიშვილმაც. შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ ფაქტზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს და ამ დროისთვის უკვე ორივე პედაგოგი დაიკითხა. [ლუბა გიორგაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება