შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„სახელი მაინც გადაირქვან, რაღა დროს ოცნებაა“ - მაღრაძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37604 
 12 აპრილი 2019

„ეს არის ოცნება? ეს არის ოცნება, რომ გირგვლიანის საქმეზე მურუსიძე დაისახოს პატიოსნების სიმბოლოდ“? - განაცხადა პოეტმა დავით მაღრაძემ "ტვ პირველზე" ინგა გრიგოლიას გადაცემა „რეაქციაში“.

„სახელი მაინც გადაირქვან, რაღა დროს ოცნებაა“ - ამბობს მაღრაძე.

მან შალვა შავგულიძეზე და „ევროპულ საქართველოსთან“ მის კავშირზე ისაუბრა:

„არ არის ისეთი პრობლემა, უბრალოდ, არ ვიცი, არ მინდოდა, ასოცირებული მენახა იმ პოლიტიკურ ძალასთან, მაგრამ რა უფლება მაქვს, ვუკარნახო, თავის ცხოვრებას თვითონ განაგებს ყველა. ეს ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ შავგულიძის თავდადებული მცდელობა გირგვლიანის საქმეზე, ესეც კი ეჭქვეშ დააყენო. ეს დგება ზნეობის მიღმა და ამაზე არ შეიძლება ორი აზრი ვინმეს ჰქონდეს“. განაცხადა მაღრაძემ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება